მექსიკის ცენტრალურ ნაწილში სატვირთო მატარებელი ორსართულიან სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ათი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 61 დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შეჯახება მოხდა სამრეწველო ზონაში, მეხიკოდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 115 კილომეტრში მდებარე ქალაქ ატლაკომულკოსა და მიჩოაკანის შტატში მდებარე ქალაქ მარავატიოს შორის მდებარე გზატკეცილზე. მექსიკის შტატის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, დაღუპულია შვიდი […]